ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი „ქართულ ოცნებაში“ კორუფციის შესახებ კითხვაზე - იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება, კორუფციული რისკები იზრდება - ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ რეფორმებით, სწორი გადაწყვეტილებებით

რაჟდენ კუპრაშვილი „ქართულ ოცნებაში“ კორუფციის შესახებ კითხვაზე - იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება, კორუფციული რისკები იზრდება - ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ რეფორმებით, სწორი გადაწყვეტილებებით

იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება, რა თქმა უნდა, კორუფციული რისკები იზრდება - ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ რეფორმებით, სწორი გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებაში“ კორუფციაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, სწორედ კორუფციის აღმოფხვრას ემსახურება.
„იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება, რა თქმა უნდა, კორუფციული რისკები იზრდება. რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ რეფორმებით, სწორი გადაწყვეტილებებით. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, აღნიშნულს ემსახურება,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.