ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზოდელავას შეხვდა

რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზოდელავას შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს, თამარ ზოდელავას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი იყო.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სამოქალაქო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას. ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს, თამარ ზოდელავას გაუზიარა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შედეგები და მათ მიერ გაჟღერებული გამოწვევები. მისი განცხადებით, სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების ხედვების გათვალისწინება.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კანონების გამჭვირვალე და ეფექტიან აღსრულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.