ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა

რაჟდენ კუპრაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - დავით დავითაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა გრანტების გაცემის პროცესების გამჭვირვალობისა და მართვის საკითხებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.