რაჟდენ კუპრაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჰონგ-კონგში იმყოფებოდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ოფიციალური ვიზიტით ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გაიმართა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის (Independent commission against corruption- ICAC) ხელმძღვანელთან, ვუ ინგ-მინგთან. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმები და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომლის ცერემონიაც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება დოჰაში, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის წევრი სახელმწიფოების მე-11 კონფერენციის ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია