ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი ნათია თურნავას შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მხარეებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.