ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაჟდენ კუპრაშვილი - ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას

რაჟდენ კუპრაშვილი - ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას

ადვოკატ რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.

გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სხვა დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ხვალ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ წინასწარ აღკვეთის ღონისძიებაზე", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.