რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი აუდიტის პრეზიდენტს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი აუდიტის პრეზიდენტს, ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბს შეხვდა.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
„მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…