ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„მომავალ კვირას ჩვენი 30-ე შეხვედრა გაიმართება. მთელ ჩვენს ძალისხმევას ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატო-ს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მივმართავთ“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს ჩატარდება.
დღეს, კიევში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ჰილიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთად თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.