რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინამ გროზნოში, შსს-ის სპეციალური პოლკის ყაზარმებზე დრონით თავდასხმა განახორციელა

გროზნოში ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმებზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია ჩეჩნეთის ხელმძღვანელზე, რამზან კადიროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.
„გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის გმირის ა.ა.კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმების შენობების თავზე დრონი ჩამოაგდეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაშავდა დაცვის ოთხი ჯარისკაცი. იმ დროს მორიგე პერსონალი ასეთი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, – წერს კადიროვი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატმა, რომელიც ჰაერში აფეთქდა, დააზიანა სახურავი და ჩაამტვრია მინები. ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა კი მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.
კადიროვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.
„არ გამიკვირდება, თუ უკრაინის ნაცისტური სარდლობა ხმამაღლა მოახსენებს თავის დასავლელ ბატონებს გრანდიოზული სპეცოპერაციის კოლოსალური შედეგების შესახებ. ასეთი პათეტიკური ქმედების აზრი მხოლოდ ესაა“, – წერს კადიროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია