ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამდენს გამოიმუშავებს ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირი?

გასულ წელს, ევროპაში ბანკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO შვეიცარიული ბანკის, UBS-ის ხელმძღვანელი სერჟიო ერმოტი გახდა. მას 14.4 მლნ შვეიცარიული ფრანკი გადაუხადეს 2023 წლის ცხრა თვეში, რაც დაახლოებით 14.7 მლნ ევროს შეადგენს.

აღნიშნულმა თანხამ ევროპის უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ნოელ ქუინის ხელფასს (€12.4 მლნ) გადააჭარბა.

სერჟიო ერმოტი UBS-ს ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის აპრილში შეუერთდა.

აღსანიშნია, რომ ამჟამად UBS-ის შემადგენლობაში შედის Credit Suisse-ის აქტივებიც, UBS-მა ის 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამასთან, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ (SICC) გასულ წელს მიღებული განაჩენით, Credit Suisse-ის სინგაპურულ სატრასტო შვილობილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $750 მილიონის ექსრო ანგარიშზე განთავსება დაავალა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

ცნობისთვის, 2023 წელს UBS Group-ის წლიურმა მოგებამ $27.8 მლრდ შეადგინა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.