ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილისყრა ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის კლუბის შესახებ, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ.
პსჟ - ხვიჩა კვარაცხელია;
ლივერპული - გიორგი მამარდაშვილი;
სპორტინგი - გიორგი ქოჩორაშვილი;
კაირათი - გიორგი ზარია, ლუკა გადრანი.
აღსანიშნავია, რომ ლიგის ფაზაზე ინგლისის ყველაზე მეტი, 6 კლუბი იქნება - ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ნიუკასლი, ტოტემჰემი და ჩელსი. ხუთი კლუბით იქნებიან წარმოდგენილი ესპანელები - ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო, ვილიარეალი. ყაზახეთის თუ კვიპროსის ჩემპიონებმა გეოგრაფია კიდევ უფრო გაზარდეს.
ლიგის ფაზის პირველი ტური, სადაც გუნდები 4 მატჩს შინ და ოთხს სტუმრად ჩაატარებენ, 16-18 სექტემბერს ჩატარდება, მერვე, ბოლო - 28 იანვარს. პლეი-ოფები 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება. ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შედგება.
შეგახსენებთ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ არიან.
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.