პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამდენი მილიონის მოგებას იღებენ ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან?

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 350 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების მოგება 7%-ით, ანუ 22.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ბანკების 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საკურსო სხვაობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა ბანკებმა მიიღეს:
საქართველოს ბანკი – 167 მილიონი ლარი;
თიბისი ბანკი – 150 მლნ ლარი;
ბაზის ბანკი - 8 მლნ ლარი;
პაშა ბანკი – 7 მლნ ლარი.
ქართუ ბანკი - 4 მლნ ლარი.
ცნობისთვის, საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.