რამდენი თვე ცდილობდნენ ლილუაშვილის დაჭერას და ვის დაკავებაზე მიანიშნებს კობახიძე?

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. სუსის ყოფილ უფროსზე, გრიგოლ ლილუაშვილზე სდაუბრისას, მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, დაკავებები გაგრძელდეს. იგი ამბობს, რომ არ იცის, რატომ ადევს კორუფციის საქმეს – გრიფით საიდუმლო.
“რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული. გამოძიებას სჭირდება თავისი დრო, გამოძიება წარიმართა, გამოძიებამ დადო პირველადი შედეგები და გამოძიება გაგრძელდება. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. რაღაც მომენტში გაჩნდა პრობლემა. არ შევალ დეტალებში. ამის გამო, 2023 წლის დეკემბერში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას. იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს არის ის ისტორია, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს. ჩვენ მთავარია, ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია დღეს და ხვალ. ესაა მთავარი ამოცანა. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ წარსულში იყო რაღაც საუბრები, მინდა მოგიწოდოთ, დღეს და ხვალ თუ რამეს აღმოაჩენთ, ეგრევე აიმაღლეთ ხმა და მოგვმართეთ ჩვენ და გაგცემთ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ, რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველაზე გაგცემთ პასუხს,“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება