რამდენიმე წელიწადში, საქართველო, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის – ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე – გივი მიქანაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროგრესირებადი მაჩვენებლები თვალსაჩინოა არა მხოლოდ კონკრეტულ ინდექსებსა და რეიტინგებში, არამედ ეს მოცემულობა დადებითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურობასა და კეთილდღეობაზე.
“ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ გაზრდილ როლს, რომელიც შუა დერეფნის კომპონენტიდან გამომდინარე ქვეყანამ აითვისა და გაიზარდა ამ კუთხით ქვეყნის გამტარუნარიანობა როგორც ენერგორესურსების, ისე – აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაადგილების თვალსაზრისით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც ქვეყანამ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ესეც მიანიშნებს ქვეყნის განვითარებაზე, პოტენციალზე და, ინვესტირების კუთხით, მას უფრო საინტერესოს ხდის. რამდენიმე წელიწადში, სრულიად რეალურად, საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე,” – აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები