„რამდენიმე მეწყერია დაძრული“ – თეა გოდოლაძე რიკოთზე

არის თუ არა რიკოთის მაგისტრალზე გადაადგილება უსაფრთხო? – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.
ფერდობის დინამიკაში მოსვლა პირველად 2022 წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც, სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა.
როგორც “მთავარ არხთან” სპეციალისტები ამბობენ, ეს თანხა საკმარისი არაა და შესაძლებელია სხვა ფერდის ჩამოშლა ნებისმიერ დროს მოხდეს.
“ერთი კი არა, რამდენიმე მეწყერია დაძრული, ათეულობით მეწყერია დაძრული. იმიტომ, რომ ათეულობით მონაკვეთია ძალიან ცუდად გაკეთებული და ეს დაძრული ფერდები დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იტყვის. ეს ასე მარტივად არ გვარდება. როდესაც ვამბობთ, რომ ეს იქნება პრობლემა, არ ნიშნავს, რომ ხვალ რომ გავიღვიძებთ, ეს შეიძლება პრობლემა დადგეს. გეოლოგიური პროცესები არის დროში განვრცობადი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს დაძრული სისტემა შეიძლება იყოს პრობლემატური. ძალიან დიდი ფერდია, ის 65 მილიონიც როგორ უშველის არ ვიცი,” – ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე.ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციაა, ტენდერები ცხადდება, თანხის გამოყოფა ხდება, თუმცა მათი მთავარი ორიენტირი “ქართული ოცნების” “შავი ყულაბაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს