არქივი17 თებერვალი, 2024, 09:40
რამდენიმე ავიარეისი თბილისში დაფრენას ვერ ახერხებს
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Flightradar24ავრცელებს.
კერძოდ, თბილისის თავზე უკვე 1 საათზე მეტია წრეებს ურტყამს შარჟა-თბილისის რეისი. ასევე დაფრენას ვერ ახერხებს ორი თვითმფრინავი სტამბოლიდან.
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ღამითაც ვერ შესრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.