ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

მას შემდეგ, რაც კენჭისყრაზე გაირკვა, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება, nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:
"ძალიან დაძაბული თამაშები გველის. ტრადიციულად ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული სექტორი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. მოწინააღმდეგის შეფასებას რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რთული შეხვედრები გვექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება, რომელთა გამოყენებას შევეცდებით.
ყველაზე მთავარი ჩვენთვის ახლა იწყება, რამეთუ მთავარია როგორ ფორმაში და როგორ მომზადებულები მივალთ
კონკრეტულად ამ თამაშებამდე. იქნება დაძაბულობა, იქნება მაღალი სტრესის დაპირისპირება, რომელიც ყველას წაგვადგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დავწერთ ისტორიას და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავალთ.
მერჩივნა პირველი მატჩი სტუმრად ჩაგვეტარებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ჯერ სახლში ვთამაშობთ. საერთო ჯამში ვთვლი, რომ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება და ჩვენი მომზადება იქითკენ უნდა წავიდეს, რომ ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.