ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაზე შეთანხმდნენ საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო

მეუფე შიო გარემოს დაცვის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქოს თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს დაცვისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობას ქვეყნისათვის.
შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთობების გაღრმავებას და ეკლესიის მხრიდან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.