რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რიტეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თავად ზელენსკი ავრცელებს.
“ჩვენ განვიხილეთ NATO-ს წევრ ქვეყნებთან კოორდინაცია, რათა განვითარდეს ერთობლივი პოზიცია ომის დასრულებაზე და რუსეთზე ზეწოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში რამშტეინის ფორმატის და NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრებისთვის. ჩვენ ველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება, რაც შეიძლება მალე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და რუტესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.