ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რადოსლავ სიკორსკი - უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია

რადოსლავ სიკორსკი - უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია მისი არმიაა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სიკორსკიმ TVN 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენს მხარეს არის ყველაზე დიდი არმია ევროპაში და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიკორსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის შეხვედრაზე, რომელიც გასული კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართა. მისი თქმით, „პოლონეთი იქნება ამ კოალიციაში, მაგრამ თავად უკრაინაში ფიზიკურად წარმოდგენილი არ იქნება“.
"ამ მოლაპარაკებების სხვადასხვა გამოძახილი არსებობს, როგორც დიდ ბრიტანეთში შტაბ-ბინის წარმომადგენლების დონეზე, ასევე პარიზში პოლიტიკურ დონეზე. ეს კონცეფციები ჯერ კიდევ კოორდინაციის ეტაპზეა", - აღნიშნა სიკორსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.