რადოსლავ სიკორსკი – ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება

ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც „დემოკრატებთან“, ისე „რესპუბლიკელებთან“ დიალოგის შენარჩუნებისას ეფექტური იყო. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს უსაფრთხოების საკითხებში ორივე მხარის ოფიციალურ პირებთან. ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება, თავდაცვის ხარჯების გაზრდითა და იმიგრაციის შესახებ მტკიცე გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო