რადოსლავ სიკორსკი - დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში რამე წარმოუდგენელი არ არის
დასავლეთის ქვეყნების ჯარები უკრაინაში „რამე წარმოუდგენელი არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ კი 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა. „გახსოვდეთ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა”, - განაცხადა სიკორსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით „აგრესიის შესაწყვეტად გაერო-ს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის“.
„ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები ფრანგულ ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი ზრახვები აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა”, - განაცხადა სიკორსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.