არქივი1 დეკემბერი, 2024, 08:37
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე მათი პროდიუსერი ბექა ბერაძე დააკავეს, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი, ბექა ბერაძე პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
„ბექა ბერაძის ძმა, თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია“,-წერს „რადიო თავისუფლება“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.