რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი – ლევან კოჭლოშვილი

ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.
მისივე თქმით, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში.
„მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ოპოზიციას პარლამენტში ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისკენ მოუწოდა, მისი უწმინდესობის მოწოდების პარალელურად, კოლექტიური ნაცმოძრაობის ოთხივე რადიკალურმა დაჯგუფებამ ანტისახელმწიფოებრივი აქცია დაგეგმა და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანის მიზნით დიდძალი თანხის მობილიზება განახორციელა.
ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია.
მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ.
ქვეყნის მტრების ბელადია სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული და ბრალდებული, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, ფილანთროპი , რომელმაც 12 წლის წინ წელში გატეხა შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი ფაშისტური დაჯგუფება.
შესაბამისად საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება