რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს

რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რადგან მათ აქვთ დაკვეთა, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ის სწორედ ეს კანონპროექტი, მათ არ სურთ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას. მათ აქვთ დაკვეთა, რომ ასეთ კანონს მხარი არ დაუჭირონ, მათ პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება, აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია