რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება

რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან, რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება.
„გიგი უგულავამ პირდაპირ თქვა – უცხოეთიდან თუ გვეტყვიან, მონაწილეობა მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მოგვიწევს მონაწილეობაო. ამაზე მეტი რა თქვან? ზოგადად კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან „ნაცმოძრაობას“ ისედაც ბოლო ჟამი უდგას. რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება. მათ შორის, იაგო ხვიჩიას „გირჩი“ მანამდეც, თავიდანვე აფიქსირებდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებული იყო. პარტიის არსი სწორედ ეს არის – არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას. თუ არ იღებს, მაშინ რევოლუციისთვის უნდა ემზადებოდეს, რასაც რადიკალები, სხვათა შორის, ასევე აღიარებენ. ეს არის მათი ნაკლი სწორედ, რომ თავიანთ კრიმინალურ მიზნებს პირდაპირ აღიარებენ. აცხადებენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და აჯანყება და უბედურებაღა დარჩათ გამოსავლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო ამის საშუალებას მათ არ მისცემს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია