რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს –

რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს – ირაკლი
რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პარტიის გარდა, ყველამ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შემდგარი არჩევნების საფუძველზე.
„რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში. ეს ნიშნავს თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული. შეგახსენებთ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200 ათასი ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161 500 ხმა მიიღეს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს არჩევნების შედეგებს.
შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვითლიკვიდაციისა და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს, თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში. ასეც და ისეც, შემდეგი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება