რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან

რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან
რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.
„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღვივებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით. მათ არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ისინი არ მუშობენ ქართველ ხალხთან. ერთადერთი, ვისთანაც მუშაობენ, არიან თავიანთი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვოქმედებთ ჩვენ, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს