ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ “აღშფოთება-შეშფოთებას” საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს.“
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ ან არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს, ამით კანონს არღვევს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის.
„არასამთავრობების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედოთ. ცხადია, მათ “აღშფოთება-შეშფოთებას” საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს ( მანამდე ესენი “იპროტესტებენ” აქ). თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ/არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს ( ამით კი კანონს არღვევს) და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის. რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, ის როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Previous: თავდაცვის მინისტრი მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიებას დაესწრო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.