რადას დეპუტატი – უკრაინა ტოვებს ოტავას კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს

უკრაინა ტოვებს ოტავას კონვენციას, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას და წარმოებას, – ამის შესახებ პარტია „გოლოსის“ სახალხო დეპუტატმა და უკრაინას უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანმა, რომან კოსტენკომ განაცხადა.
„ახლახან შემატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოტავას კონვენციიდან გასვლის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებაა და კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას და წარმოებას“, – განაცხადა რომან კოსტენკომ.
მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ომის რეალობა დიდი ხანია მოითხოვს.
„რუსეთი არ არის ამ კონვენციის მხარე და მასიურად იყენებს ნაღმებს ჩვენი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ შებოჭილები ისეთ პირობებში, როდესაც მტერს არანაირი შეზღუდვა არ აქვს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ახლა უმაღლეს რადაში იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა