არქივი6 აგვისტო, 2025, 14:26
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო რამდენიმე წუთის წინ.
მზია ამაღლობელს წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სასჯელიც ამის მიხედვით იქნა გამოტანილი.
მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვარში დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და 4-დან 7 წლამდე სასჯელი მხოლოდ 2 წლით შეიცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.