ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია “იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა – საქმე ეხება “ტვ იმედის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო მოხელე, ანა კომლაძე თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს.
ანა კომლაძე “პირველებთან” ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მარტს მიიღო, ხოლო “ტვ იმედმა” სოციალურ ქსელში ე.წ. ქარდი წინსწრებით, 5 მარტს გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფაქტზე ყოფილმა საჯარო მოხელემ “ტვ პირველს” ქარტიაში უჩივლა.
ანა კომლაძის თქმით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ქარტიამ ფაქტის განზრახ დამახინჯება, ინფორმაციის უზუსტობა და დისკრიმინაცია გამოავლინა.
“ტელეკომპანია “იმედმა” თავის ვებგვერდზე წინსწრებით გამოაქვეყნა ინფორმაცია და აუწყა თავის მაყურებელს, რომ მე, ანა კომლაძე, “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და აქციების მონაწილე” გამათავისუფლეს მერიიდან. ეს მოხდა 5 მარტს, როდესაც მე ჯერ კიდევ ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მივიღე 14 მარტს. ქარტიამ დაადგინა ინფორმაციის უზუსტობა, დისკრიმინაცია და ფაქტის განზრახ დამახინჯება”. – განაცხადა ანა კომლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.