ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟურნალისტური გამოძიება: პუტინს 65 მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ ორი იახტა აღმოუჩინეს

დოსიეს ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინის მფლობელობაში არსებული კიდევ ორი იახტა აღმოაჩინეს.
ახლადაღმოჩენილი 71-მეტრიანი ვიქტორიისა და 38-მეტრიანი ორიონის ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს.
ვიქტორია, რომელსაც გამოძიების ავტორები "ვლადიმირ პუტინის შავი ზღვის ფლოტილიის ფლაგმანს" უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა, რომელიც პრეზიდენტის სახელს უკავშირდება, მას შემდეგ, რაც იტალიაში 140-მეტრიანი შეხერეზადა დააკავეს.
დოსიეს ცნობით ვიქტორიას მშენებლობა სამხედრო საზღვაო ქარხანაში 14 წელი გრძელდებოდა, გემზე მუშაობა 2019 წელს დასრულდა. ჟურნალისტებს არ გააჩნიათ მყარი მტკიცებულება იმისა, რომ იახტა პუტინს ეკუთვნის, თუმცა არსებობს არაერთი ირიბი მტკიცებულება, მათ შორის ის ფაქტი, რომ საზღვაო ქარხანამ არასამხედრო ნავი ერთადერთხელ გამოუშვა.
ბოლო ცნობით, სულ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს 9 იახტა აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.