არქივი3 ნოემბერი, 2025, 23:36
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
"მედიაჩეკერმა" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს.
"ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა", - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.