“ჟურნალისტებს, არა მარტო ჩემზე მეტი ინფორმაციები გაქვთ, მგონი, უსაფრთხოების სამსახურზეც მეტი” – რა არ იცის და რა იცის მაჭარაშვილმა

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულებული ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად, ჟურნალისტებს ეუბნება:
“გასაგებია, რომ თქვენ ძალიან ახლო კავშირები გაქვთ რუსეთთან, “ფეესბესთან,” ინფორმაციები გაქვთ უპირველეს ყოვლისა არა მარტო ჩემზე მეტი, არამედ მე მგონი უსაფრთხოების სამსახურზე მეტიც შეიძლება. იმიტომ, რომ “ფეესბეს” ეხლა რუსეთში რა ხდება, ბუნებრივია, რომ ჩვენზე მეტი ეცოდინება და თქვენ ჩვენზე მეტი გეცოდინებათ. იმიტომ, რომ კავშირები გაქვთ, აშკარად იკვეთება ეს. იმიტომ, რომ ისეთ ამბებს მეუბნებით დილიდან, რომ აშკარად, როგორც მინიმუმ, თუ გუშინ ღამე არა, დილით ადრე, ზარებია თქვენთან ამ ინფორმაციაზე განხორციელებული. ამიტომ, პირიქით შეიძლება ინფორმაცია მოგთხოვოთ, რა შეიძლება მოხდეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ეს ინფორმაცია მე არა მაქვს. თუ თქვენ რაიმე მტკიცებულებები გაგაჩნიათ, შეგიძლიათ შესაბამის უწყებას მიმართოთ და გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მიიღებს. ოღონდ თუ გაქვთ ამის შესაბამისი მტკიცებულება…ეს გაუშვი და ასე თქვი, რომ მაჭარაშვილმა ამის გარდა არაფერი არ მიპასუხაო, ასე მიაყოლე, მიაწერე.”
წყარო – მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება