ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟურნალისტებმა რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს

ჟურნალისტებმა რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს

დამოუკიდებელი მედიის ოცამდე წარმომადგენელმა აქცია ღამის 9 საათზე დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი ერთ წლის წინ. „თავისუფლება მზია ამაღლობელსა და ყველა სინდისის პატიმარს“ - სკანდირებდნენ ისინი. ციხის წინ ანთებული სანთლებით „Free Mzia“ დაწერეს.
ჟურნალისტები ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე აღნიშნავენ, რომ დღემდე არ არის გამოძიებული ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, მისი დაკავებისას განხორციელდა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ხელისუფლებამ დააპატიმრა იმ ადამიანების შესაშინებლად, რომლებიც დღემდე იბრძვიან დემოკრატიისთვის.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ამაღლობელს 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მსჯავრი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.