ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან წელს დაღუპული 33 203 პირის ვინაობა

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობის დადგენას. მათი საერთო რიცხვი 158 ათასს აჭარბებს.
დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადგენილია ომში 2025 წელს მოკლული 33 203 პირის ვინაობა. ეს რიცხვი ფორმალურად დაახლოებით ორჯერ ნაკლებია 2024 წლის მონაცემებზე(64 950), თუმცა ინფორმაციის მიღება და დამუშავება ჯერ კიდევ გრძელდება და 2025 წლის შედეგის შეჯამებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
BBC-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“ დაღუპულთა ვინაობის დასადგენად იყენებენ სხვადასხვა წყაროს. დაღუპულთა გვარებს საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ასახელებენ რუსეთის რეგიონებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედია, სასწავლო დაწესებულებები, სადაც ეს მეომრები სწავლობდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები.
BBC-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“ მოხალისეებთან ერთად მონაცემებს სწავლობენ, ამოწმებენ და დადასტურებულად მიიჩნევენ, თუ შესაბამის ინფორმაციას თან ახლავს საფლავების ამსახველი ფოტოები.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მედიასაშუალებებს დადგენილი აქვთ რუსეთიდან 158 143 დაღუპულის ვინაობა. მათ 55%-ს შეადგენენ არა მოქმედი პროფესიონალი სამხედროები, არამედ მოხალისეები, მობილიზაციით გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები.
2025 წელს დაღუპულთა საშუალო ასაკი 40 წელია. ანაზღაურების სანაცვლოდ საომრად წასულთა უმრავლესობა პატარა ქალაქების და სოფლების მცხოვრები იყო, ანუ იმ ადგილების, სადაც სტაბილური და მაღალხელფასიანი სამსახურის დეფიციტია. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებიდან ყველაზე მეტი, 7928 დაღუპული მოდის ბაშკირეთის რესპუბლიკაზე.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ დაკარგა სულ მცირე 6278 ოფიცერი. მათი 77% ქვედა რგოლის მეთაური იყო.
უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
და თავიანთ დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად