არქივი24 აგვისტო, 2024, 18:22
"ჟირონამ" "უოტფორდის" ნახევარმცველი სარეკორდო თანხად შეიძინა
"ჟირონამ" "უოტფორდისგან" 20 წლის კოლუმბიელი გარემარბი იასერ ასპრილია 18+7 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც კატალონიური კლუბის სატრანსფერო რეკორდია.
ასპრილიას "ჟირონამ" კონტრაქტი 2060 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში მან ჩემპიონშიფის 44 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და "უოტფორდში" საგოლე პასებით საუკეთესო იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.