ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟიგიმანტას პავილიონისი - ქართველო ხალხო, თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და რუსული წარსულის დასაწყისი იქნება

ჟიგიმანტას პავილიონისი - ქართველო ხალხო, თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და რუსული წარსულის დასაწყისი იქნება

ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუკი ქართველ ხალხს ბრძოლის შეეშინდება, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული.
„ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება“, - აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.