არქივი3 დეკემბერი, 2024, 12:23
ჟიგიმანტას პავილიონისი - ვილნიუსში სოლიდარობის აქცია გაიმართა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც ქართული კოშმარის წინააღმდეგ იბრძვიან

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
„სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ გულითადი მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და საქართველოს სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.