ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს ორშაბათს უმასპინძლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება”, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-ს და დასძინა, რომ შეხვედრა იქნება სამუშაო სესია და მისი ”ზედმეტად დრამატიზირება“ არ უნდა მოხდეს.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას.
Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, დანია, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა