ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად გმობს

საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად გმობს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ევროპაში „ციფრული სერვისების აქტი“ (DSA) დემოკრატიულად არის მიღებული, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც რეალურ სამყაროში უკანონოა, ონლაინ სივრცეშიც უკანონო იყოს“.
„მას ექსტრატერიტორიული წვდომა არ აქვს და აშშ-ზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ევროპელი ხალხი თავისუფალი და სუვერენულია და ვერ დაუშვებს იმას, რომ ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვამ დაუწესოს“, – წერს ჟან-ნოელ ბარო X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა ტიერი ბრეტონს „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) მთავარი ინიციატორი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება