ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის საუკეთესო მმართველი - Financial Times

პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის საუკეთესო მმართველი - Financial Times

“პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის საუკეთესო მმართველი პეტრე პირველის შემდეგ და ის არ აპირებს ტრამპთან რაიმე დათმობაზე წასვლას”, — წერს "ფაინენშალ თაიმსი".
დიქტატორი მიიჩნევს, რომ სანამ მას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს, დონალდ ტრამპთან რაიმე დათმობის საჭიროება არ არსებობს — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ნგრევის ზღვარზეა.
“პუტინისთვის ეს ფულის საკითხი არ არის — ეს მისი მემკვიდრეობაა. მას სურს, ისტორიაში დარჩეს”.
“დასავლური სადაზვერვო უწყებების თანახმად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების სამსახურები რეგულარულად აწვდიან პუტინს ანგარიშებს, რომლებშიც ტაქტიკურ წარმატებებზე ესაუბრებიან და ცრუ მოლოდინებს უქმნიან, რომ უკრაინა რუსეთთან შედარებით ბევრად უფრო დიდ დანაკარგებს განიცდის და ხაზს უსვამენ რუსეთის რესურსულ უპირატესობას”.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.