“პუტინმა ხელი მოაწერა 2024-25-26 წლების ბიუჯეტს, სადაც გათვალისწინებულია ომის არნახულად დიდი ხარჯები” – მამუკა გამყრელიძე,

IMHO გუშინ ძალიან საინტერესო მოვლენასთან გვქონდა საქმე. სახალხო, რუსულ მსოფლიო ყრილობაზე პუტინმა საპროგრამო სიტყვა წაიკითხა რითიც, სავარაუდოდ გახსნა საკუთარი საარჩევნო აგიტაცია. ყველაზე საინტერესო გამოსვლის შინაარსი გახლავთ. პუტინმა პრაქტიკულად დააგვირგვინა რუსეთის ნაცისტურ დიქტატურად ჩამოყალიბება. გამოაცხადა რუსული ეთნოსის უპირატესობა რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხებზე, ბელარუსები და უკრაინელები რუსულ ნაციაში ჩაწერა და რუსული სამყაროს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა ყოფილ სსრკ-ში შემავალი ყველა ხალხი და ტერიტორია. ცხადია იყო ღია თავდასხმა დასავლეთზე და პირობა, რომ რუსულ სამყაროს დასავლეთი ვერ შეეხება. გარდა ზემოთქმულისა, პუტინმა ხელი მოაწერა 2024-25-26 წლების ბიუჯეტს სადაც გათვალისწინებულია უკრაინასთან ომის არნახულად დიდი ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ აპირებს ხანგრძლივი ომის წარმოებას უკრაინასთან და კრებსით დასავლეთთან. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ გუშინვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის NATO-სთან ომისთვის, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის მიზნები უახლოეს მომავალში. საინტერესოა, როგორი იქნება დასავლეთის პასუხი ? გააგრძელებენ თუ არა უკრაინის ფრიად მწირ და დოზირებულ სამხედრო დახმარებას ?

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად