პუტინმა უარი თქვა CIA-ის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი ვიზიტის მიზანი

რუსული დამოუკიდებელი სააგენტო Агентство წერს, რომ პუტინმა უარი თქვა CIA-ის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი ვიზიტის მიზანი.
​გამოცემის ინფორმაციით, დიქტატორი თავდაპირველად მზად იყო მოსკოვში ჩასულ ჯონ რეტკლიფს შეხვედროდა და მოლაპარაკებებისთვის გრაფიკიც კი გამოათავისუფლა. თუმცა მას შემდეგ, რაც კრემლისთვის ცნობილი გახდა ამერიკელის მიერ ჩამოტანილი გზავნილის შინაარსი, კონტაქტები არამიზანშეწონილად მიიჩნიეს.
​რეტკლიფი რუსეთში ჩავიდა, რომ შეეთავაზებინა მოლაპარაკებებზე დათანხმება, რადგან რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მისთვის შეთანხმების ახლავე დადება.
​„მისი გზავნილი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ზელენსკი უკვე “პოკლონაია-გორაზე” დგას და ბინოკლით ათვალიერებს კრემლს. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ასე არ არის“- განუცხადა
Агентство-ს კრემლის წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ