პუტინმა რუსეთისა და საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩი, ნიკოლაი უდოვიჩენკო, რუსეთისა და დსთ-ის მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნებულია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე.
დოკუმენტის მიხედვით, უდოვიჩენკო იმუშავებს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებთან, არამედ ასევე – “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან”.
მოსკოვმა თბილისისგან უკვე მრავალჯერ მოითხოვა, იმუშაონ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით”.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.