ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან შოიგუსთან დაახლოებული გენერალი გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს იური სადოვენკო, რომელიც ამ უწყების ყოფილი მეთაურის, სერგეი შოიგუს ახლო მოკავშირე იყო. სადოვენკოს პოსტზე ოლეგ საველიევი დაინიშნა.
საველიევი აქამდე ბუღალტერიის პალატის აუდიტორი იყო. ის 2014-2015 წლებში იკავებდა ოკუპირებული ყირიმის საქმეთა მინისტრის პოსტს. ამის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2014 წელს ის საველიოვი აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა, შემდეგ სანქციები დაუწესა ევროკავშირმა, უკრაინამ, ავსტრალიამ და კანადამაც.
აქამდე, 2008 წლიდან ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ახლა ახალი თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის პირველი მოადგილე გახდა.
რაც შეეხება გენერალ-პოლკოვნიკ სადოვენკოს, ის გათავისუფლებულია. არ არსებობს ინფორმაცია მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ის შოიგუს უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა და მასთან ერთად მუშაობდა 2002 წლიდან, როგორც გადაუდებელ ვითარებათა, ისე თავდაცვის სამინისტროში.
12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობიდან გადააყენა სერგეი შოიგუ და ის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. თავდაცვის მინისტრად კი დაინიშნა ყოფილი ვიცეპრემიერი ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ბელოუსოვი. რაც შეეხება პუტინის ახლო მოკავშირესა და დიდი გავლენების მქონე ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.