პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში.
დოკუმენტს ხელი მინსკში 6 დეკემბერს, საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ მოეწერა.
მანამდე პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება “განსაზღვრავს მოკავშირეთა ორმხრივ ვალდებულებებს, უზრუნველყონ თავდაცვა და ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით, დაიცვან რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონსტიტუციური წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა და საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვარი”. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ ყველა საშუალებაში იგულისხმება რუსული ტაქტიკურ ბირთვული იარაღი.
შეხვედრის შედეგების თანახმად, ლუკაშენკომ პუტინს ბელარუსის ტერიტორიაზე “ორეშნიკის” ბალისტიკური სარაკეტო სისტემის განთავსებაც სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2025 წლის მეორე ნახევარში”. ჩვენი წინასწარი გათვლებით, ამ დროისთვის, ჩვენ ავაწყობთ მათ სერიულ წარმოებას”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში “ორეშნიკის” ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ეს იყო პასუხი წინა დღის მოვლენებზე, როდესაც უკრაინამ შორი რადიუსის ამერიკული და ბრიტანულ-ფრანგული რაკეტებით დაარტყა რუსეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ არ ეძახდით ცოტა ხნის წინ ტრამპს „აფერისტს“? თქვენ არ მოკალით მისი პროექტი ბათუმში 2012-ში? მთავარი რაც ძალიან თვალში საცემი იყო, რომ პრეზენტაციაზე არ ჩამოვიდა თრამფის ოჯახის არცერთი წევრი, რაც ნიშნავს რომ…