ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის ორმხრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმება „რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების საიმედოდ დაცვას შესაძლებელს გახდის“.
მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად ყველა საშუალების გამოყენება იქნება შესაძლებელი და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ბელარუსში შესაძლოა, „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტა განათავსოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)