პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში ყველა მიმართულებას უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 19 დეკემბერს უკრაინის შესახებ საუბრით დაიწყო მოქალაქეებთან ე.წ. ცხელი ხაზი და მედიისთვის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.
პუტინის თანახმად, ახლახან მიიღო გენერალური შტაბის მოხსენება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ არსებული ვითარების შესახებ, „სტრატეგიული ინიციატივა სრულად რუსეთის ხელშია“, ყველა მიმართულებით უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „უშედეგოდ ცდილობენ“ კრასნოარმეისკის თუნდაც ნაწილის დაბრუნებას და სერიოზული დანაკარგები აქვთ. რუსეთი კრასნოარმეისკს უწოდებს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რომლის „გათავისუფლების“ შესახებაც, კრემლის თანახმად, პუტინს 30 ნოემბერს მოახსენა გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა. უკრაინამ პოკროვსკზე კონტროლის სრულად დაკარგვა უარყო.
პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ „გათავისუფლებულია“ ქალაქ კონსტანტინოვკის ნახევარზე მეტი. ეს ქალაქიც უკრაინის დონეცკის ოლქშია. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უახლოეს ხანში „გათავისუფლდება“ ამავე ოლქის ქალაქი ლიმანიც.
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინისგან ხედავს დიალოგისთვის მზადყოფნის „რაღაც სიგნალებს“, მაგრამ ვერ ხედავს კიევის მზადყოფნას, განიხილოს ტერიტორიების საკითხი.
უკრაინის მიერ დონბასის დათმობა უმთავრესია, რასაც რუსეთი მოითხოვს აშშ-ის ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. უკრაინის ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია